|
დასახელება:
პროექტების კოორდინატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Carwiz Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების თანამშრომლებისა და სტუმრების გადაყვანას დღე-ღამის საათებში, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მძღოლებისთვის დავალებების მიცემა და მათი კონტროლი;
** სასტუმროებთან ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლების/სტაფის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მათგან ინფორმაციის მიღება და მძღოლებისთვის გადანაწილება;
** ბათუმის უბნების მიხედვით თანამშრომლების ტრანსპორტში დაჯგუფება;
** კომპანიის მძღოლების მიერ შესრულებული ტრანსფერების რაოდენობის მიხედვით გამოყენებული საწვავის და სხვა სამუშაო დეტალების აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel საბაზისო დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მისამართების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი - ბათუმი (დისტანციური რეჟიმი).
აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატი ცხოვრობდეს ბათუმში და იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას.
სამუშაო საათები - 17:00 - 00:00
კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1500 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@carwiz.ge
|
|
|
|