Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Trump Tower Tbilisi
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"Trump Tower Tbilisi" წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:

** დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
** პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
** ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
** ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
** უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს.

"Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი ლიდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, კონვერტაციის ზრდის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
** მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული კამპანიების, პროექტების, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ვადების ეფექტიანად მართვა;
** მარკეტინგული მიზნებისთვის, კვლევების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
** ბაზრის სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კონკურენტული ანალიზის რეგულარული განხორციელება;
** ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
** შეთანხმებული პერიოდულობით, რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა და აღმასრულებელ დირექტორთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე