|
დასახელება:
პროდუქციის მიმღები
|
| მომწოდებელი:
sbmstore
|
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
"sbmstore" სპორტული პროდუქციის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სპორტულ ბრენდებს: JOMA, Kappa, SELECT, adidas, uhlsport, MUNICH SPORT და FESSURA.
დღეს "sbmstore" აერთიანებს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ორიენტირებულია საქართველოში ხარისხიანი სპორტული პროდუქციისა და მომსახურების განვითარებაზე.
"sbmstore" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმღების პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე.
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი, შაბათი-კვირა დასვენება.
კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი.
ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული პროდუქციის მიღება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება;
** პროდუქციის რაოდენობის, მოდელების, ზომებისა და მდგომარეობის შემოწმება;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განთავსება საწყობში;
** გამოვლენილი დანაკლისის ან დაზიანების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** პროდუქციის აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — მონაცემების შეყვანა, ძებნა, გაფილტვრა და მარტივი გამოთვლები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: 015@sbm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "პროდუქციის მიმღები".
|
|
|
|