|
დასახელება:
სტაჟიორ-ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
შპს "ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტერიაში, იმუშაო პროფესიონალებთან და განივითარო ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ვის ვეძებთ?
** ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტს;
** განიხილებიან III და IV კურსის სტუდენტებიც;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
** სწავლისა და განვითარების სურვილს;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ?
** ბუღალტერიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** პროფესიონალებისგან სწავლასა და მენტორობას;
** რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართულობას;
** პროფესიული უნარების განვითარებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (სწავლის პროცესში ხელშეწყობა)
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: gmfinconsulting@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "ბუღალტერიის სტაჟიორი".
გელოდებით შპს "ჯი ემ ფინანსური კონსულტაციის" გუნდში!
|
|
|
|