|
დასახელება:
PR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თბილისის არქიმედეს სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას PR სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს სკოლის ცნობადობის, იმიჯისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სკოლის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სკოლის სიახლეების, მიღწევებისა და მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება;
** სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
** Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა სოციალური პლატფორმებისთვის კრეატიული კონტენტის შექმნა;
** ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზება და მომზადება;
** სკოლის ღონისძიებებისა და პროექტების PR მიმართულებით დაგეგმვა და გაშუქება;
** მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ღონისძიებების შესახებ საინტერესო ისტორიებისა და პოსტების მომზადება;
** სკოლის ბრენდისა და დადებითი იმიჯის გაძლიერებაზე მუშაობა;
** PR და სოციალური მედიის აქტივობების შედეგების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება PR-ის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
** PR-ის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სოციალური მედიის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული ქართული ენის ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების კარგად ცოდნა;
** გამართული წერისა და ტექსტის შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და დამუშავების საბაზისო ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
** სასკოლო გარემოსა და ბავშვებთან კომუნიკაციის სპეციფიკის გათვალისწინების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
** CV;
** სურვილის შემთხვევაში პორტფოლიო ან თქვენ მიერ შექმნილი სოციალური მედიის/PR კონტენტის მაგალითები.
რეზიუმე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr.archimede@gmail.com. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
საკონტაქტო ნომერი:514 600 055;
თბილისის არქიმედეს სკოლა
|
|
|
|