|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
** სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
** ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა;
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა);
** თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
** სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება);
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული);
** საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი;
** სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება);
** ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება;
** მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace);
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და კორექტულობა;
** რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge
|
|
|
|