|
დასახელება:
მარკეტინგის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 4000 + ლარი
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის ხელმძღვანელს. თქვენი როლი იქნება კომპანიის ბრენდების ცნობადობის გაზრდა, საცალო მაღაზიების ქსელის მარკეტინგული მხარდაჭერა და B2B საბითუმო/სადისტრიბუციო და სპეცტექნიკის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო და საბითუმო/სადისტრიბუციო მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა.
** სპეციალიზებული ტექნიკის რეალიზაციისთვის მიზნობრივი კამპანიების შექმნა სამშენებლო, საწარმოო და ლოგისტიკურ სექტორზე.
** სადისტრიბუციო ქსელსა და საცალო მაღაზიებში პროდუქციის სწორად პოზიციონირება, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა.
** სოციალური მედიის, საძიებო სისტემების კამპანიების მართვა როგორც ფართო მასებისთვის, ისე ვიწრო ბიზნეს-აუდიტორიისთვის.
** მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და დანახარჯების კონტროლი
** კომპანიის იდენტობის, იმიჯისა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორში.
** მაღაზიებისა და შოურუმების გარე და შიდა რეკლამების, ბანერების, კატალოგების, ფლაერებისა და ბრენდირებული აქსესუარების დიზაინისა და ბეჭდვის პროცესის ორგანიზება.
** პარტნიორ სტამბებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხარისხის და ვადების კონტროლი.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და გაყიდვების შედეგების მუდმივი ანალიზი; შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. (ავტოინდუსტრიაში, დისტრიბუციაში ან რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).
** როგორც ფართო მასებთან, ისე ბიზნეს-კლიენტებთან (კორპორატიულ სექტორთან) კომუნიკაციის გამოცდილება.
** ციფრული და გაყიდვების მონაცემების ანალიზის უნარი (Google Analytics, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება).
** გუნდის მართვის, მოლაპარაკებებისა და პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან/და რუსული ენების კარგი ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის).
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|