Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Biji Architecture
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება ურბანული დაგეგმარების პროექტების კვლევის, კონცეფციის შემუშავების, დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დეტალური სამუშაო ნახაზების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
** მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
** არქიტექტურული პროექტების კორექტირება, ცვლილებების დამუშავება და განახლება;
** არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება და კოორდინაცია;
** პროექტებში ტექნიკური შეუსაბამობებისა და შესაძლო გადაკვეთების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობა;
** პროექტის დეტალების, კვანძებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
** მასალათა უწყისებისა და მოცულობების მომზადება და დათვლა;
** პროექტის კონცეფციიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;
** საპროექტო ჯგუფის წევრებთან, ინჟინრებთან, კონსულტანტებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა;
** საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებთან შეთანხმების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** დეტალური სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** Revit-ის ან ArchiCAD-ის ცოდნა;
** არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
** საპროექტო ამოცანების დამოუკიდებლად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** BIM გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** მასშტაბურ საცხოვრებელ, კომერციულ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროექტის მშენებლობის ნებართვის ეტაპიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე წარმართვის გამოცდილება;
** 3D მოდელირებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
** Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის ან InDesign-ის ცოდნა;
** საპროექტო ჯგუფისა და სხვადასხვა სპეციალობის ინჟინრების კოორდინაციის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე — სრულად ანაზღაურებადი;
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: irakligogokhia@bijiarch.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი და გვარი".

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე