Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Spanish Retail Company
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
კომპანია: Spanish Retail company, რომელიც წარმოადგენს ესპანურ ბრენდებს საქართველოში BIMBA Y LOLA / Adolfo Domínguez
პოზიცია: მოლარე-ოპერატორი (2 ვაკანსია)
მდებარეობა: Tbilisi Outlet Village (M2GC+3CW Vaziani, Tbilisi)
სამუშაო საათები: 11:00-20:00

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს (2), რომელიც ჩვენი ბრენდების მომსახურების სტანდარტებს სათანადოდ წარმოადგენს და გუნდთან ერთად უზრუნველყოფს მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული და თავაზიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების ზუსტად და პასუხისმგებლობით შესრულება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალაროსთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტისა და მომსახურების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიის შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სალარო აპარატთან ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abesadze.sophio@gmail.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ოქტომბერი.

BIMBA Y LOLA (https://www.bimbaylola.com) გამოირჩევა კრეატიული, თამამი და თანამედროვე ესთეტიკით, განსაკუთრებული აქცენტით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
Adolfo Domínguez (Adolfo Domínguez Spain | Official Online Shop) ესპანური მოდის სახლია, რომლის დიზაინი ეფუძნება დახვეწილ სიმარტივეს, ხარისხს, ბუნებრივ მასალებსა და გააზრებულ სტილს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე