Робота для біженців з України
სუპერვაიზერი, პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი, პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე: სუპერვაიზერი, პრისეილერი (სავაჭრო აგენტი).

სუპერვაიზერის პოზიციაზე - 1 საშტატო ერთეული.

პრისეილერის პოზიციაზე - 2 საშტატო ერთეული.

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს (ზრდის პერსპექტივით) შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფასი
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას + (ნავაჭრის -%)
** სამოტივაციო ბონუსები

სამუშაოსთან დაკავშირებული დეტალები დაზუსტდება გასაუბრებისას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისეილერად (სავაჭრო აგენტად) მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი; 
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

პრეტენდენტებმა CV გამოგზავნეთ ელ-მისამართზე: bestdistributiongeorgia@gmail.com, სათაურში მიუთითეთ რეგიონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე