Робота для біженців з України
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი, საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი/სავაჭრო აგენტი, საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია გთავაზობთ სტაბილურ დასაქმებას ოჯახისთვის - იწვევს წყვილს შემდეგ პოზიციებზე სამუშაოდ:

** პრისეილერი (სავაჭრო აგენტი);
** საწყობის თანამშრომელი, პროდუქციის დისტრიბუციასთან ერთად

ადგილმდებარეობა: ბათუმი

გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს;
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას (ნავაჭრის - %);
** სამოტივაციო ბონუსებს.

ქალი - სავაჭრო წარმომადგენელი (კლიენტებთან კომუნიკაციისა და შეკვეთების მიღების ფუნქციით)

მამაკაცი - საწყობისა და ოფისის ასისტენტი, პროდუქციის ტრანსპორტირებასთან/მიწოდებასთან ერთად.

გთავაზობთ მუდმივ და პერსპექტიულ სამუშაოს, აქტიური, პასუხისმგებლობიანი და გუნდური მუშაობისთვის მზადმყოფი კანდიდატისთვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბათუმის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

ფუნქცია-მოვალეობები

სავაჭრო აგენტი, საწყობი:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში;
** საწყობში მიღებული პროდუქციის კონტროლი.

მძღოლი:

** კომპანიის პროდუქციის კონტრაგენტებისთვის მიწოდება, სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად;
** მაღაზიებიდან თანხის აღება, სალარო ჩეკის ამოღება და სამუშაოს ბოლოს ამოღებული თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა. ამოღებული ჩეკების ბუღალტერიისთვის წარდგენა;
** ავტომობილში ჰიგიენური პირობების დაცვა.

პრეტენდენტებმა გამოაგზავნეთ CV ამ მისამართზე: bestdistributiongeorgia@gmail.com, სათაურში მიუთითეთ რეგიონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე