Робота для біженців з України
მორიგე კარდიოლოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე კარდიოლოგი
მომწოდებელი: ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე კარდიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს

ძირითადი მოვალეობები:

** მორიგეობის პერიოდში პაციენტების მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
** კარდიოლოგიური პაციენტების მართვა და შესაბამისი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება;
** გადაუდებელი შემთხვევების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმის/კონსულტაციის ორგანიზება;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოება;
** მორიგეობის პერიოდში კლინიკური პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კარდიოლოგის სერტიფიკატი;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე