|
დასახელება:
გაყიდვების დირექტორი
|
| მომწოდებელი:
გრავიტა
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"GRAVITA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.
უშუალო ხელმძღვანელი: გენერალური დირექტორი
დაქვემდებარებული პოზიციები: N/A
მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი
ძირითადი მოვალეობები:
** "გრავიტას" გაყიდვების სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში ახალი B2B კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან, საინჟინრო და საპროექტო ორგანიზაციებთან ბიზნეს ურთიერთობების განვითარება;
** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და კომერციული მოლაპარაკებების მართვა;
** სამშენებლო მასალების გაყიდვების განვითარება და პროექტული გაყიდვების ზრდა;
** "გრავიტას" შოურუმის გაყიდვების სტრატეგიის, ასორტიმენტისა და კომერციული მიმართულების განვითარება;
** ბაზრის, სექტორისა და პოტენციური კლიენტების საჭიროებების მუდმივი ანალიზი;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გაყიდვების pipeline-ის განვითარება;
** კომპანიის მომსახურებებისა და შეთავაზებების წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
** კომერციული წინადადებების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების მართვა;
** ძირითადი კლიენტების ურთიერთობების მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
** გაყიდვების KPI-ების, გეგმებისა და პროგრესის მონიტორინგი;
** CRM-ში გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
** გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
** სამშენებლო ან დეველოპერული სექტორის სიღრმისეული ცოდნა;
** სამშენებლო კომპანიებთან და/ან დეველოპერებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება;
** სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტების სპეციფიკისა და პროცესების ცოდნა;
** მაღალი ღირებულების B2B გარიგებების მართვის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
** გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: m.Imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|