|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
** შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად); გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.);
** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა);
** ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|