"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
** შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად).
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებების მომზადება/ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები და სხვა) მომზადება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
** სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
** კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|