Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium") არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ სასტუმროში, საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს და აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის დროულად მიღება;
** სტუმრების დროული და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** აქტიური;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მოთამაშე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: Salome.dumbadze@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე