Робота для біженців з України
ონლაინ მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფეთსჩოისი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
კომპანიონი ცხოველების საკვების და აქსესუარების ონლაინ მაღაზია "ფეთსჩოისი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების მიღება და მომზადება;
** შეკვეთების ადრესატამდე მიტანის კოორდინაცია და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** ონლაინ მაღაზიის გვერდის განახლებების და რეკლამირების კოორდინაცია;
** საიტზე ახალი პროდუქტების დამატება და მარაგების კონტროლი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** გაყიდვების/ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების და აპლიკაციების სათანადო ცოდნა;
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური).

კანდიდატის უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ბონუსი + სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@petschoice.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე