Робота для біженців з України
ხელმძღვანელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
** შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
** თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა.
** დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია.
** პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისების და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი.
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა.
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება.
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა.
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, slack და სხვ.) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

** ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული აზროვნება;
** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;

გთხოვთ CV ფოტო-სურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.aleksandre4@gmail.com. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე