Робота для біженців з України
ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი, ტაშკენტის 16 მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** ენების ცოდნა: ქართული და რუსული ენების ფლობა.
** მართვის მოწმობა: "B" კატეგორია.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ავტომობილის აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სასურველია ავტოინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** თვითორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** განცხადებების განთავსება: ავტომობილების გაყიდვის შესახებ განცხადებების ატვირთვა და მართვა MyAuto.ge-ზე.
** კონსულტაცია: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის მახასიათებლების, ფასების, კომპლექტაციისა და სხვაობების შესახებ.
** პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი: ავტომობილის დემონსტრირება ავტოსადგომზე და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტ-დრაივის ორგანიზება.
** მორგებული შეთავაზება: მყიდველის სურვილებისა და ბიუჯეტის დადგენა საუკეთესო ვარიანტის შესათავაზებლად.
** დოკუმენტაციის გაფორმება: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და თანმდევი საბუთების მომზადება.
** ავტომობილის გადაცემა: ავტომობილის მომზადება გადასაცემად და მყიდველისთვის გასაღების ჩაბარება.
** ბაზასთან მუშაობა: კლიენტების ბაზის წარმოება, შემოსულ განაცხადებზე დარეკვა და განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება.
** ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@dizi.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე