|
დასახელება:
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დეკოლაინი
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების საფუძველზე BOQ-ის მომზადება;
** სამუშაოების მოცულობების დათვლა და გადამოწმება;
** მასალების რაოდენობებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ერთეულის ფასების განსაზღვრა;
** მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორებისგან ფასების მოძიება, შედარება და ანალიზი;
** სამუშაოსა და მასალის ღირებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა და პროექტის თვითღირებულების დათვლა;
** პროექტის სრული ბიუჯეტის მომზადება;
** არსებული BOQ-ების დეტალური შემოწმება და შესაძლო უზუსტობების/გამოტოვებული სამუშაოების იდენტიფიცირება;
** ცვლილებების (Variation Orders) შემთხვევაში დამატებითი/შემცირებული სამუშაოების ღირებულების დათვლა;
** პროექტის განხორციელების პროცესში ხარჯების კონტროლისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** ტენდერებისა და კომერციული შეთავაზებებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილ ვადებში დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, მშენებლობის ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო-სარემონტო პროექტების BOQ-ის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ფასების ცოდნა და ფასების მოძიების/შედარების გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** ვადების დაცვის უნარი.
სასურველია:
** AutoCAD-ის ცოდნა და ნახაზებიდან რაოდენობების ამოღების გამოცდილება;
** CostX, PlanSwift, Bluebeam ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ან კერძო ტენდერებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება;
** საერთაშორისო/კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
** სხვადასხვა ტიპის სარემონტო და კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და პასუხისმგებლობიან პოზიციას კომპანიაში, სადაც ხარჯთაღრიცხვა პირდაპირ უკავშირდება პროექტის კომერციულ შედეგს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.
|
|
|
|