|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეკოლაინი
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მის: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N7
ძირითადი ფუნქცია: სარემონტო და სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოების და ინვენტარის დროულად და ხარისხიანად შესაძენად/მიწოდება.
მთავარი მოვალეობები:
** მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების მიღება.
** ფასების შედარება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება მენეჯერისთვის.
** შეკვეთების განთავსება დამტკიცებული მომწოდებლებთან.
** მასალების მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** მიღებული საქონლის შესაბამისობის შემოწმება შეკვეთასთან და ინვოისებთან.
** საწყობთან და პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია საჭირო მასალების რაოდენობისა და გადაცემის შესახებ.
** მენეჯერისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
** ტრანსპორტირების, მიწოდების ვადების და დეფიციტური მასალების მონიტორინგი.
** სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებები შესყიდვების განყოფილების ფარგლებში.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** გამოცდილება ან სტაჟირება შესყიდვებში, ლოჯისტიკაში ან სამშენებლო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ისა და საბუთებთან მუშაობის კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების საბაზისო უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.
|
|
|
|