|
დასახელება:
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Wine Kakheti
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება
** დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@wk.ge
Wine Kakheti • ვაინ კახეთი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: http://www.wk.ge).
|
|
|
|