Робота для біженців з України
STEM კლუბის მასწავლებელი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: STEM კლუბის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშ. სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"პროგრესის ამერიკული სკოლები" აცხადებს ვაკანსიას STEM კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

STEM კლუბის წევრებისთვის სასწავლო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი.
ძირითადი მოვალეობები:

** კლუბის წევრებთან კვირაში, მინიმუმ, ერთხელ შეხვედრის განხორციელება;
** რობოტიკის და პროგრამირების საფუძვლების სწავლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;
** რობოტული სისტემების კონსტრუქციისა და პროგრამირების პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება;
** პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლითაც მოსწავლეები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს;
** გუნდური მუშაობის წახალისება და შემოქმედებითი ამოცანების შეთავაზება;
** სასკოლო თემატურ პროექტებსა და კონკურსების ორგანიზებაში ჩართულობა;
** რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშირისო თემატურუ პროექტებში, კონკურსებსა და ჩემპიონატებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
** პროგრამის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი;
** მიღებული შედეგების საფუძველზე მომდევნო სასწავლო წლის დაგეგმვა.

ტექნიკური უნარები:

** მიკროკონტროლერები: Arduino, Micro:bit და ESP32 პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამირება: C/C++ან Python ან Scratch ენების ფლობა;
** ელექტრონიკა: მარტივი წრედის აწყობისა და ფუნდამენტური საკითხების (ძაბვა, დენი, წინაღობა) ცოდნა;
** სენსორებთან მუშაობა: სხვადასხვა ტიპის სენსორებიდან მონაცემების წაკითხვა და დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** STEM პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ან/და STEM პროგრამების სწავლების გამოცდილება
** უმაღლესი ან არაფორმალური განათლება შესაბამის სფეროში/სფეროებში, რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე
** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო / ტრენინგ / პროფესიული განვითარების სფეროში;
** ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას იმუშაოთ ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა:

** ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის #30,
** ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის #20,
** ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.

სამუშაო დრო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ვაკანტური ადგილი: 3

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge - ბათუმი, hr.kutaisi@schoolprogress.ge - ქუთაისი, hrtbilisi@schoolprogress.ge - თბილისი. მეილის სათაურში მიუთითეთ: STEM კლუბის მასწავლებელი და ქალაქის სახელწოდება, სადაც გსურთ დასაქმება.

კანდიდატების შერჩევა და გასაუბრებები დაიწყება განაცხადების შემოსვლისთანავე.

შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა შეივსოს განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდეც.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ნუ გადადებთ CV-ის გამოგზავნას.

ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ბათუმი - 579 333370
ქუთაისი - 598 689064
თბილისი - 598 124611

გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე