|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კრისტალი
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ/სასტუმრო "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamarilomidze09@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ "ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|