|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეგალაინი
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ. აგლაძის ქ. №15
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 10:00-დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების, მათ შორის კომერციული ფართების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სამიზნე სეგმენტების განსაზღვრა;
** კომერციული და საოფისე ფართების გაქირავების პროცესის მართვა;
** პოტენციური და მოქმედი მოიჯარეებისთვის ფართების შეთავაზება და პრეზენტაცია;
** საიჯარო პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
** მოქმედ მოიჯარეებთან საქმიანი ურთიერთობის მართვა;
** გაქირავების მიმართულებით არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის წარმოება და განახლება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების გაქირავების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების იჯარის მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** კომერციული ფართების გაქირავების პროცესის სრული ციკლის ცოდნა;
** მოიჯარეებთან კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობის მართვის გამოცდილება;
** კომერციული პირობების შეთავაზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** უძრავი ქონების ბაზრისა და კომერციული ფართების გაქირავების სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge. ელექტრონული წერილის Subject Line-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია — "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|