Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: DeFacto
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "დეფაქტო" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი სითი მოლი
ანაზღაურება; ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** 30%-50%იან ფასდაკლებას DeFacto-ს პროდუქციის ასორტიმენტზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაცო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კოლექციის მომზადება და სექციაში განთავსება;
** მაღაზიის ვიზუალურად მოწესრიგება და კოლექციის პრეზენტირება შესაბამისი წესების დაცვით;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის კონტროლი/ცვლილება;
** სააქციო და სხვა სარეკლამო მასალების სწორად განთავსება;
** რეპორტინგის წარმოება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე ani.gotsadze@defacto.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე