Робота для біженців з України
მაღაზიის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის თანამშრომელი
მომწოდებელი: მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 104
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:30 ან 16:30-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
** ანაზღაურება: 1300 ლარიდან, გამოცდილების შემთხვევაში - მეტი

გამოცდილ კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა!

გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად, კანდიდატს განესაზღვრება გაზრდილი ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
** მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა

დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

** შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
** ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად: ihubinfo1@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე