Робота для біженців з України
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.

პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

მდებარეობა: ბათუმი, ზუბალაშვილის 20
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
** პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.

ანაზღაურება და ბონუსი

** პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
** 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
** დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა — ბონუსის საშუალო ოდენობა შეადგენს 100-150 ლარს, ხოლო შედეგების მიხედვით, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

განაცხადის წესი

** გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ:
** "ბათუმი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი"
** სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.

საკონტაქტო hr@spacecargo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე