|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
თანამდებობა: კონსულტანტი
პროგრამა/პროექტი: ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროექტი
დასაქმების ტიპი: სერვის ხელშეკრულება
ხანგრძლივობა: მოკლევადიანი (30 კალენდარული დღე)
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურბის დიაპაზონი : დარიცხული 3000 - 6000 ლარამდე
სამუშაო მიზანი:
კონსულტანტმა " საქართველოს კარიტასის" განათლების გაძლიერების პროექტის სპეციალისტებთან და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციასთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ინსტრუმენტი თემაზე: " ბუნებრივ საგანმანათლებლო გარემოში ბავშვთა ეფექტური ინტეგრაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტი და ადრეული განვითარების სპეციალისტების სამუშაო ჩარჩო."
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
** მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ბავშვის ადრეულ განათლებაში.
** ადრეული განათლებისა და განვითარების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** შშმ და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე მუშაობის სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის "ბუნებრივი გარემოს" კონცეფციის ფლობა.
** საგანმანათლებლო პროგრამების, კურიკულუმების, შეფასების ინსტრუმენტების (ჩეკ-ლისტები, პროტოკოლები), გზამკვლევების ან მეთოდოლოგიური მასალების დამოუკიდებლად შემუშავების წარმატებული გამოცდილება (სასურველია პორტფოლიოს წარდგენა).
** კვლევების დაგეგმვის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების (მათ შორის, საჭიროებების კვლევის) გამოცდილება. პუბლიკაციების ან ანალიტიკური დოკუმენტების ავტორობა/თანაავტორობა ჩაითვლება უპირატესობად.
** სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალისთვის (აღმზრდელები, სპეციალისტები) ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, ასევე პროფესიული კონსულტირების გამოცდილება.
** საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემის, არსებული კანონმდებლობის, ეროვნული სტანდარტებისა და რეფორმების მიმდინარეობის სიღრმისეული ცოდნა.
სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge სასურველია წარმოადგინოთ თემასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და სასურველი ანაზღაურება.
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.09.2026
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge/
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
|
|
|
|