Робота для біженців з України
კადრების განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კადრების განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: BK Construction
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია "ბკ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას კადრების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო კომპანიისთვის სხვადასხვა პოზიციებზე (ინჟინრები, ტექნიკური პერსონალი და სხვა.) კვალიფიციური კანდიდატების მოძიება და შერჩევა
** ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება შესაბამის პლატფორმებზე
** კანდიდატებთან კომუნიკაცია, სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუების ჩატარება
** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა - მოთხოვნიდან დასაქმებამდე
** კომპანიის შიდა კოლეჯთან აქტიური თანამშრომლობა
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა სტაჟირებებსა და დასაქმების პროგრამებში.
** კანდიდატების ბაზის მართვა და განახლება CRM სისტემაში. Bitrix-ის გამოყენება რეკრუტინგის პროცესების ორგანიზებისა და სტატუსების მონიტორინგისთვის
** შერჩევის პროცესთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მომიჯნავე მიმართულებით
** გამოცდილება რეკრუტერის ან HR სპეციალისტის პოზიციაზე
** სამშენებლო სექტორში რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე ggeradze@bkconstruction.ge არაუგვიანეს 2026 წლის 11 ოქტომბრისა და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე