Робота для біженців з України
უმცროსი კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** პროდუქციის შესწავლა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 900 ლარი + კვარტალური ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე