Робота для біженців з України
მძღოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
** გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა;
** ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე