Робота для біженців з України
კონტენტისა და კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტისა და კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტისა და კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** ვებ-საიტზე ახალი პროდუქტების დამატება, რედაქტირება და აქტუალიზაცია (ტექსტები, მახასიათებლები, ფოტო/ვიდეო მასალა);
** პროდუქციის მარაგების, ფასების და ასორტიმენტის პერიოდული მონიტორინგი;
** კონკურენტების საიტებისა და ბაზარზე არსებული ტრენდების ანალიზი;
** კატეგორიის მენეჯერთან ერთად გაყიდვების სტიმულირებისა და პრომო-აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის მაღალი კულტურა);
** ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე - პროდუქტების აღწერების თარგმნისა და დამუშავებისთვის);
** MS Excel/Google Sheets-ის საბაზისო/საშუალო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: HTML და CSS-ის საბაზისო ცოდნა (ტექსტის ფორმატირება, ბმულების, ცხრილებისა და სურათების სტილიზაცია, მცირე ხარვეზების გასწორება);
** რომელიმე CMS სისტემასთან (CSCart, WordPress/WooCommerce, Shopify, ან შიდა CMS) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** განვითარების სურვილი, პროდუქტის/კატეგორიის მართვის მიმართულებით;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში;
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე