|
დასახელება:
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სინტაქსი
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
დუბაის ბაზარზე ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პროსპექტინგიდან და საჭიროებების აღმოჩენიდან, კომერციული შეთავაზების, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე, არსებული სტრატეგიული კლიენტების განვითარება, შემოსავლის ზრდა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
** სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
** სამუშაო ფორმატი: დისტანციური გაყიდვების პროცესის მართვა საქართველოდან და პერიოდული მივლინებები დუბაიში.
დამატებითი სარგებელი:
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დუბაის ბაზარზე მიზნობრივი კორპორაციული კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა არხის გამოყენებით;
** შემოსული ლიდების დროული დამუშავება, კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობად გარდაქმნა;
** კლიენტის ბიზნეს-საჭიროებების კვლევა და შესაბამისი IT სერვისების/პროდუქტების ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: შეხვედრის დანიშვნა, საჭიროებების აღმოჩენა, შიდა გუნდთან გადაწყვეტის შეთანხმება, შეთავაზების მომზადება, პრეზენტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
** დუბაიში პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და საბოლოო მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ფიზიკური შეხვედრების ჩატარება;
** არსებული მნიშვნელოვანი კლიენტების პორტფელის მართვა, რეგულარული კომუნიკაცია და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა (Upsell / Cross-sell);
** წლიური კონტრაქტების, განახლებებისა და ვადების მონიტორინგი, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
** IT პროექტების, მარკეტინგის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან კოორდინაცია კლიენტისთვის დროული და ზუსტი შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
** საჭიროების შემთხვევაში, ვენდორებთან და დისტრიბუტორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
** კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების პროცესის კოორდინაცია ფინანსურ გუნდთან;
** CRM-ში ლიდების, შესაძლებლობების, კომუნიკაციის ისტორიის, შემდეგი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი დახურვის თარიღების სრულად და დროულად ასახვა;
** გაყიდვების პროგნოზების, pipeline-ისა და ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** ინდივიდუალური ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების გეგმისა და KPI-ების შესრულება;
** დუბაის ბაზარზე გაყიდვების ზრდის ინიციატივების შემუშავება, ახალი არხებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების მოძიება და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
** კონკურენტული გარემოს, კლიენტების მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** B2B გაყიდვებში ან Account Management-ში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. Enterprise კლიენტებთან და IT პროდუქტებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე. საქმიანი მიმოწერის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების თავისუფლად წარმართვის უნარი;
** MS Office (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** დუბაიში პერიოდული მივლინების მზაობა და დუბაის სამუშაო საათებთან/ბიზნეს კალენდართან საჭიროებისამებრ ადაპტირების შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** აქტიური გაყიდვების, პროსპექტინგისა და ახალი კლიენტების მოზიდვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** კლიენტის საჭიროების აღმოჩენისა და ბიზნეს ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი თვითორგანიზება;
** კულტურათაშორის გარემოში პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, გაყიდვების მონაცემებისა და pipeline-ის მართვის უნარი;
** რამდენიმე პროცესისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|