Робота для біженців з України
ფლაერების გამვრცელებელი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლაერების გამვრცელებელი
მომწოდებელი: Burtbushela
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ბურთბუშელა — საბავშვო საფეხბურთო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფლაერების გამვრცელებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს საბავშვო საფეხბურთო სკოლას — ბურთბუშელას — ახალი მოსწავლეების მოზიდვაში. სამუშაო მოიცავს ინფორმაციული ფურცლების (ფლაერების) დარიგებას საზოგადოებრივ ადგილას (პარკი, სკვერი, ბავშვთა მოედანი და სხვ.), სადაც განთავსებული იქნება ჩვენი როლაფ-პოსტერიც. თქვენი ამოცანა იქნება მშობლებთან/დაინტერესებულ პირებთან მოკლე კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი სკოლის შესახებ.

მოვალეობები:

** როლაფ-პოსტერთან ყოფნა და დღიური სამუშაო გრაფიკის დაცვა
** ფლაერების დარიგება დაინტერესებულ პირებზე (არა ყველასთვის ზედმეტად, არამედ სამიზნე აუდიტორიაზე — მშობლები პატარა ბავშვებით)
** სკოლის შესახებ მოკლე, მეგობრული ინფორმაციის მიწოდება
** დღის ბოლოს მოკლე ანგარიშის გაწევა (რამდენი ადამიანი დაინტერესდა/მოისმინა ინფორმაცია)

ანაზღაურება:

** ფიქსირებული დღიური ანაზღაურება — 50 ლარი
** ბონუსი თითოეულ მოყვანილ (რეგისტრირებულ) მოსწავლეზე

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
** სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში (არა სავალდებულო)

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მეილზე: burtbushela@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე