|
დასახელება:
დირექტორის დამხმარე ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და საოფისე საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საქმიანი წერილების მომზადება და დაგზავნა;
** შემოსული კორესპონდენციისა და ინფორმაციის დამუშავება;
** შეხვედრებისა და სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** სხვადასხვა საოფისე და ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აგრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ამ მიმართულების ცოდნა სასურველია.
პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიონალური კომუნიკაცია;
** ინიციატივიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1, 700 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV. nm@cpg.ge
|
|
|
|