|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Auto Home
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1700 ლარი
** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
შესასრულებელი ამოცანები:
** HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა;
** თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
** სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამშრომლების დამატება/ამოღება;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა/კანდიდატთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება;
** შერჩევის სრული ციკლის მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების და HR პორტალის (Self.ge) ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: jobsautohome@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".
|
|
|
|