|
დასახელება:
ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" (www.elteg.ge).
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
ინჟინრის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე).
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო ობიექტზე პირველადი ვიზიტის განხორციელება;
** ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება;
** არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მათ შორის ადგილზე აზომვების განხორციელება და სხვა რელევანტური მონაცემების შეგროვება;
** მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებით ინფორმაციის საბოლოო ფორმალიზება;
** დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ფორმალიზება წერილობითი სახით;
** კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, რომლებიც ეფუძნება ანალიზს და არსებულ ტექნიკურ პირობებს;
** პროექტის შესრულების პროცესის მუდმივი მონიტორინგი ობიექტზე;
** გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წერილობითი ფორმით;
** შესაბამისი მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა ხარისხის, ეფექტიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით;
** პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის, სპეციფიკაციებისა და სხვა მასალების მომზადება წერილობითი ფორმით;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების და დასკვნების შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სახელით დამკვეთებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
** შეხვედრების შედეგების და მიღებული გადაწყვეტილებების წერილობითი დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** კომპანიის მენეჯმენტის მითითებით, განახორციელოს სხვა ამოცანები, რომლებიც არ არის პირდაპირ მითითებული ამ დანართში, მაგრამ ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი სამშენებლო სფეროში;
** მენეჯერული გამოცდილება, დიდი გუნდის მართვის უნარი;
** ელექტროობის ტექნიკური ცოდნა (სავალდებულო);
** მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|