Робота для біженців з України
IT ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკოსი
მომწოდებელი: დიშოპი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "დიშოპი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის და მათი ნაწილების გაყიდვა/შესყიდვა (მაგ: ლეპტოპი, ვიდეობარათი, ოპერატიული, დედაბარათი და ა.შ.);
** ოპერაციული სისტემების (Windows / macOS / Linux) ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია;
** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის (Office, ანტივირუსი და სხვა) ინსტალაცია და გამართვა;
** შიდა ლოკალური ქსელისა (LAN / Wi-Fi) და ინტერნეტთან კავშირის მოწყობა, გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** დედაპლატების დიაგნოსტიკა, ელექტრული სქემების კითხვა და აღდგენა;
** დედაპლატების შეკეთება;
** ეკრანების შეცვლა;
** კლავიატურის შეცვლა;
** ელემენტის შეცვლა;
** მიკროსკოპთან და საჩარჩილავ სადგურთან მუშაობა;
** BGA ჩიპების, მიკროსქემების, კონექტორებისა და წვრილი ელემენტების შეცვლა/აღდგენა;
** ლეპტოპების ეკრანების, ელემენტების და სხვა ნაწილების პროფესიონალური შეცვლა;
** ფიზიკურად დაზიანებული მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოები;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ტესტირება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი სიზუსტე, დაკვირვებულობა და ყურადღება საქმის მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 49;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00;
** ანაზღაურება: 2000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: dshopgeorgia@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 42 62 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე