Робота для біженців з України
ანალიტიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ვაკანსია ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია;
** ბიზნეს მოთხოვნების შეფასება და მათზე მორგებული ანალიტიკური მიდგომების შემუშავება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება;
** პრეზენტაციების და სავიზუალიზაციო მასალის მომზადება;
** გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღება მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გზით;.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან (Excel, Power Point და სხვა);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მონაცემებისა და პროცესების ანალიზის უნარი;
** ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შინაარსობრივი ინტერპრეტაციის უნარი;
** ბიზნეს მოთხოვნების ფორმულირების და მოდელირების უნარი;
** პრობლემის გონივრულად და არგუმენტირებულად გადაჭრის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზაციული პროცესების მხარდაჭერა

შერჩევის ფორმა:

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cci.company@gmail.com "Subject"- ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე