"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან- "სოფლის ნობათი", `ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან -"Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან -"Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
კანდიდატის პროფილი:
** განათლება - საშუალო
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე
რას გთავაზობთ?
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება - 1360 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1450 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|