|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
თურსა
|
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდული პროდუქციის გატარება;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით;
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
** ხელფასი: 1400 ლარი
- პირველი თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს,
- 3 თვის შემდგომ - 1250 ლარს
- 6 თვის შემდეგ - 1300 ლარი
- 9 თვის შემდეგ - 1350 ლარი
- 12 თვის შემდეგ - 1400 ლარი
** 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
** მეცამეტე ხელფასი
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Hr@tursa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 02 00 55.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|