|
დასახელება:
უფროსი მზარეულის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში .
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუში არსებული ცივი და ცხელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება, დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით.
** დესერტების მომზადება და მათი დროული მომარაგება რესტორნის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად.
** ნედლეულის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების მომზადება საწარმოო საჭიროებებიდან გამომდინარე.
** სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება დეფიციტის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|