Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეტექსი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანიის შესახებ

"Jetex Georgia" უკვე 8 წელია ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო სისტემების მიმართულებით და განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 2 500 ლარი + ბონუსები, შეთანხმებული პირობების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** Jetex Georgia-ს მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა;
** სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების გაყიდვა;
** ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის წარდგენა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის გაგზავნა;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკია 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა პოზიცია არ გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ოფისში ყოფნას.
** ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს აქტიური და მობილური, რეგულარულად ხვდებოდეს პოტენციურ კლიენტებს, ეცნობოდეს მათ საჭიროებებს და ადგილზე მუშაობდეს ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე.

რას გთავაზობთ

** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 2 500 ლარს;
** გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსებს, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
** გამოცდილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@jetex.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე