Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Hopihop
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
თბილისი მოლში "Hopihop"-ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.

თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!

სამუშაო გრაფიკი 1:

** 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათით (მოქნილი ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა);
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: 1100 ლარიდან (ბონუსები გაყიდვებიდან).

სამუშაო გრაფიკი 2:

** 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი;
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (კვირის დღეებიდან);
** ანაზღაურება: 1100 ლარიდან (ბონუსები გაყიდვებიდან).

რა იქნება შენი მოვალეობა?

** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.

ვის ვეძებთ?

** მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge.

სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი" ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე