|
დასახელება:
ექთანი-ფლებოტომისტი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ექთანი-ფლებოტომისტი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00-18:00 სთ).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებისთვის ვენური სისხლის აღების პროცედურის უსაფრთხოდ და მაღალი სტანდარტით ჩატარება;
** აღებული ბიოლოგიური მასალის შესაბამის სინჯარებში მოთავსება და დახარისხება წესებისა და პროტოკოლის სრული დაცვით;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და აკურატული წარმოება;
** ასეპტიკა-ანტისეპტიკის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია);
** ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge. Subject-ველში მიუთითეთ: "ექთანი-ფლებოტომისტი".
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|