Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სკოლა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სკოლა აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის 44
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9 საათი
ანაზღაურება: 90 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით)
დასვენების დღეები: სკოლის არდადეგებისა და ოფიციალური დასვენების პერიოდში

ძირითადი მოვალეობები:

** მოსწავლეებისთვის ყოველდღიური კვების მომზადება;
** მენიუს შესაბამისად კერძების მომზადება;
** საკვები პროდუქტების მიღების, შენახვისა და მომზადების წესების დაცვა;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საკვების ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა;
** HACCP-ის მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვა;
** სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სკოლის სასადილოში, საბავშვო ბაღში ან ბავშვთა კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის დაცვა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და საქმისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** დასვენებას სკოლის არდადეგებისა და დასვენების პერიოდში;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: bubalaghadze1@gmail.com და გთხოვთ, წერილის Subject ველში მიუთითოთ: "მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე