Робота для біженців з України
სტაჟირება - ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს სტაჟირებას, ტექნიკოსის პოზიციაზე!

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** KUKA რობოტების მუშაობის დაკვირვება და დიაგნოსტიკა;
** რობოტის მოძრაობების და პროგრამების პარამეტრიზაცია;
** სენსორებთან, PLC-ებთან და HMI-ებთან მუშაობის სწავლა;
** რობოტის შეცდომების/Alarm-ების დიაგნოსტიკაში დახმარება;
** მექანიკური და ელექტრული პრობლემების აღმოფხვრა;
** პრევენციულ ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება აუცილებელია;
** ელექტროტექნიკის საფუძვლების ცოდნა;
** ავტომატიკა/რობოტიკა საფუძვლების ცოდნა;
** PLC-ის საბაზისო ცოდნა;
** პროგრამირების საფუძვლები;
** ელექტრული სქემების კითხვა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორ-ტექნიკოსი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე