|
დასახელება:
სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქციები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
** სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
** დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
** რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
** შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
** დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
** ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com
|
|
|
|