|
დასახელება:
პროექტის ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობაზე დაგეგმილი სამუშაოს და მოცულობის შეფასება;
** ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
** ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
** მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
** დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეპორტინგი
** პროექტის კონტრაქტირებისა და ფინანსური მონაცემების მონიტორინგი და ანალიტიკა
** პროექტების მიხედვით სტატუს რეპორტების მომზადება
** სატენდერო წინადადებების განხილვა, ანალიზი და მონიტორინგი
** პროექტების მიხედვით კომუნიკაციების ქსელების მოწყობის უზრუნველყოფა და კოორდინირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
** Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
** პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის ანალიტიკოსი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|